|
2018-02-21 15:30:01, 1558 ნახვა
კომენტარი
ოდიშარია: ევროპაში საზოგადოებრივი მაუწყებლები იმ ფორმით ფინანსდებიან, რა ფორმაც კანონპროექტშია გაწერილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ოდიშარიას განცხადებით, ევროპის ქვეყნებში საზოგადოებრივი მაუწყებლები სწორედ იმ ფორმით ფინანსდებიან, რა ფორმაც "მაუწყებლობების შესახებ" კანონპროექტშია გაწერილი. ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც "მაუწყებლობების შესახებ" კანონპროექტს განიხილავენ, აღნიშნა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გამოსვლა არგუმენტირებული არ იყო. ის, ასევე პარლამენტის უმცირესობის დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხუამრა, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივი მაუწყებელი დამოუკიდებელი ტელევიზია არის და მმართველი გუნდის ტელევიზიაა. "როდესაც ბატონი რომან გოცირიძე ლევიტანის ტონალობით გვესაუბრება, გვმოძღრავს და საზოგადოებას ზაფრავს - გასაგებია ის მხარეა და მისი პოლიტიკური პარტია გარკვეულწილად დაკავშირებულია ერთ ტელევიზიასთან. ის მაუწყებელს კი არ ესაუბრება, ის ესაუბრება კონკურენტ ტელევიზიას - ესეც გასაგებია, ის პოლიტიკოსია და მისი უფლებაა. სიმართლე გითხრათ ვწუხვარ და მართლაც გავოცდი, რომ პატივცემულმა მომხსენებელმა იმავე ტონალობაში მოგვახსენა არაარგუმენტირებული მოტივირებული შენიშვნების შესახებ, ეს იყო პოლიტიკით გაჯერებული გამოსვლა. დარწმუნებული ვარ ქალბატონი ანას გულწრფელობაში და სწორედ ამიტომ დაიწყო მან თავის გამოსვლა სიტყვებით - "როგორც მოგეხსენებათ ერთი სტანდარტი არ არსებობს მაუწყებლის დაფინანსებასთან დაკავშირებით". ტელევიზია რომელიც იღებს შემოსავალს ის აღარ არის პლურალიზმის გამზიარებელი ?! კითხვა მაქვს ასეთი - როგორ ფინანსდებიან სხვაგან საზოგადოებრივი მაუწყებლები? დავიჯერო, რომ ამ მოტივირებული შენიშვნების მომზადებისას თქვენ არ გაეცანით ევროპის მაუწყებელთა კავშირის სხვადასხვა ანგარიშებს? იმ ქვეყნების ჩამოთვლისთვის 10 წუთიც არ მეყოფა, სადაც სწორედ ასე ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლები, რა ელემენტარულ ცვლილებებსაც ითხოვს საზოგადოებრივი მაუწყებელი", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ. ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის დამოუკიდებელი მედია და ის ერთპარტიულია".
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)