17:13 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 12:07:16, 1462 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი ჩაბუქზე: არსებობს რისკი, გაუჩნდეს სურვილი, რომ ექსტრადიციის პროცედურის დასრულებამდე დატოვოს ქვეყანა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დემირელის კოლეჯის ყოფილი პედაგოგის მუსტაფა ემრე ჩაბუქის გირაოთი გათავისუფლებას გამოეხმაურა.

როგორც წულუკიანმა განმარტა, სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება საექსტრადიციო პროცედურების დასრულებას არ გულისხმობს.

"ის რომ გუშინ ვადის 9 თვის გასვლასთან დაკავშორებით ბატონი ჩაბუქი გათავისფლდა სასამართლოს მიერ, რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას რომ საექსტრადიციო პროცედურები დასრულდა. ის უბრალოდ ციხის გარეთ დაელოდება ექსტრადიციის სასამართლო პროცესების დასრულებას. მე როგორც ექსტრადიციის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები პირი დაველოდები სასამართლო პროცედურების დასრულებას. ხოლო რაც შეეხება გუშინდელ გადაწყვეტილებას რომელიც ეხება პატიმრობის შეცვლას გირაოთი, ვფიქრობ რომ გირაოს თანხის ნაწილში, ის იმდენად დაბალია, რომ არსებობს რისკი, ბატონ ჩაბუქს გაუჩნდეს სურვილი, რომ ექსტრადიციის პროცედურის დასრულებამდე დატოვოს ქვეყანა. შესაბამისად გასაანალიზებელი იქნება ჩვენი მხრიდან ხომ არ უნდა გასაჩივრდეს გირაოს თანხის ნაწილში გუშინდელი გადაწყვეტილება. სასამართლო პროცესი ჯერ მიმდინარეობს და დასრულებული არ არის",-განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ, მუსტაფა ჩაბუქი სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics