17:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 20:22:04, 2274 ნახვა

ეკონომიკა
საავიაციო ფორუმ #CONNECT2018 -ის ფარგლებში ხვალ პრესკონფერენცია გაიმართება

ხვალ 10:45 ზე, სასტუმროში ,,ბილტმორი" საავიაციო ფორუმ #CONNECT2018 -ის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთევან ალექსიძე და საფრანგეთის აეროპორტის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი კარენ ბუტო ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

 თბილისი მასშტაბურ ღონისძიებას - ევროპის საავიაციო ფორუმს, CONNECT 2018-ს 20-22 თებერვალს უმასპინძლებს.

ფორუმზე დამსწრე დელეგატები განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ ავიამიმართულებაზე თანამშრომლობას.

ფორუმის ფარგლებში თბილისს ეწვევა 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი.

ფორუმზე უკვე დარეგისტრირდნენ ისენი ცნობილი ავიაკომპანიები, როგორებიცაა: KLM Royal Dutch Airlines, Wizz Air, Ryanair, Ukraine International Airlines, Turkish Airlines, TUI France, Pegasus Airlines, Kuwait Airways, Flydubai, Ellinair, Lufthansa, Volotea, Atlas Global, Air France, air Baltic და ა.შ.

ფორუმი შეკრებს ავიაციის ინდუსტრიის მნიშვნელოვან წევერებს, რათა განიხილონ ავიაციაში არსებული და სამომავლო საკითხები.

 

(NS)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics