14:49 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 13:21:35, 463 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი ეწვევა

18-19 მაისს საქართველოს ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი  მეუღლესთან ერთად ეწვევა.   

როგორც  პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ავსტრიის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში  არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღინისძიება, იქიდან გამომდინარე, რომ ავსტრიის მხრიდან ამ დონის ვიზიტი საქართველოში ჯერ  არ განხორციელებულა.

"ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში,  ამ ვიზიტს უდიდესი დატვირთვა ენიჭება, განსაკუთრებით რიგის სამიტის წინა დღეებში.  ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება ოთხი მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ტექნოლოგიების და ინფრასტრუქტურული ტექნოლოგიების სფეროში.  გარდა ამისა ამ ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ბიზნესფორუმი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ავსტრიის ბიზნესწრეების დაახლოებას",- განაცხადა ფხალაძემ.

მისივე ინფორმაციით, 18 მაისს პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, საქართველოს და ავსტრიის პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ და შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან. ორი ქვეყნის ლიდერი მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავს.  19 მაისს   ჰაინც ფიშერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.  ვიზიტის ფარგლებში გაიმართება კულტურული ღონისძიებებიც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics