17:14 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 12:25:15, 1635 ნახვა

კომენტარი
აბაშიშვილი: რუსული პროპაგანდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესისათვის ზიანის მიყენებაზე მუშაობს

„საქართველოს პროპაგანდისტული მტერი - რუსეთი ეცდება, ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომლითაც ბედნიერი სულაც არ არის“, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვიზალიბერალიზაცია უმნიშვნელოვანესი სარგებელი და დიდი პასუხისმგებლობაა.

,,ჩვენ ორ ფაქტორს უნდა მივაქციოთ ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება: პირველ რიგში, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ეს მონაპოვარი ვიზალიბერალიზაციის  შესახებ. ევროკავსირში უვიზოდ გადაადგილება მონაპოვართან ერთად, ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

იმისათვის, რომ  რეალურად ვისარგებლოთ იმ სიკეთეებით, რომელსაც გვაძლევს ვიზალიბერალიზაცია, საჭიროა, რომ ვიყოთ უფრო ფრთხილად. შესაბამისად, ვესაუბროთ მეტი ჩვენს გარშემო მყოფებს, იმ სიკეთეებზე და იმ საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება სიფრთხილის არარსებობის შემთხვევაში ჩვენს წინაშე დადგეს.

ვიზალიბერალიზაცია უმნიშვნელოვანესი სარგებელი და დიდი პასუხისმგებლობაა, და კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ ეს", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის მსგავსი რისკი არ არსებობს.

„მაგრამ ზოგადად, ყოველთვის როდესაც ვრცელდება ინფორმაცია ევროპაში კრიმინალთან დაკაშირებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, ძალიან დიდი ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ინფორმაციიის წარმომავლობის წყაროს.  მათ შორის, ეს არ ეხება ყოველთვის, ყველა ინფორმაციას, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ჰყავს დიდი, პროპაგანდისტული მტერი - რუსეთი, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ალბათ, დიდი სიამოვნებით ეცდება მაქსიმალურად ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს შესახებ და მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის პროცესში, რომლითაც სულაც არ არის ბედნიერი ჩვენი მეზობელი. თითოეული ინფორმაციის წარმომავლობას უნდა დავაკვირდეთ ძალიან დიდი ყურადღებით, ეს ფაქტორი არსებობს, ამ ფაქტორის იგნორირება უბარალოდ არ შეიძლება", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics