14:50 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 13:19:26, 350 ნახვა

პოლიტიკა
ჩაკრაბარტი: საქართველოს წელს რეგიონში ეკონომიკური ზრდის ყველაზე კარგი პროგნოზი აქვს

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირდა 2,3%-მდე ამ წლისთვის, თუმცა ეს არის ყველა კარგი პროგნოზი რეგიონისათვის, - ამის შესახებ EBRD-ს პრეზიდენტმა სერ სუმ ჩაკრაბარტიმ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

ჩაკრაბარტის განცხადებით, EBRD საქართველოში წელს საშუალოდ 1,8% ზრდას ვარაუდობს.

„რისკები გაიზარდა. ეს არის გამოწვეული რუსეთის რეცესიებიდან გამომდინარე, თუმცა საქართველოს ეკონომიკა მდგრადად ვითარდება. ვფიქრობ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და მთავრობა მოახერხებენ პროცესების მართავს“,- განაცხადა ჩაკრაბარტიმ.

რაც შეეხება ფისკალური დეფიციტის საფრთხეს, მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ცდილობს აკონტროლოს ფისკალური პოლიტიკა, მაგალითად ქამრების შემოჭერით, თუმცა აუცილებელია, რომ მთავრობამ სხვა ღონისძიებებიც გაატაროს.

მისივე თქმით, მთავრობას ამ პრობლემების მოგვარებისთვის სწორი გეზი აქვს აღებული.

ამასთან, როგორც EBRD-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან მიმართებაში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ძალიან კარგად მუშაობას.

„ჩვენ გვქონდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან დისკუსიები და მართლაც ყოველთვის რთულია, როდესაც ეკონომიკაში არსებობს პრობლემები, ეროვნულ ბანკსა და მთავრობას ჰქონდეთ ძალისხმევა. პრემიერმაც და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც გვითხრეს, რომ ამ მიმართულებით ერთობლივი თანამშრომლობა არსებობს“, - განაცხადა ჩაკრაბარტიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics