|
2018-02-17 08:14:20, 2307 ნახვა
მსოფლიო
პოროშენკო: ყველაფერი, რასაც რუსეთი ეხება ინგრევა - ამის მაგალითია საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რუსეთი სააბჭოთა კავშირის დაშლას ვერ ეგუება და მას მეზობელი სახელმწიფოების დაპყრობა სურს. ამის შესახებ პპეტრო პოროშენკომ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. როგორც პოროშენკომ აღნიშნა, რუსეთი ჰიბრიდულ ომს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებს. "რუსული პოლიტიკური სამყარო სიცრუეზეა აგებული. ყველაფერი, რასაც რუსეთი ეხება ინგრევა და ნადგურდება. ამის მაგალითია საქართველოს ოკუპირებული რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, დნესტრისპირეთი, დონბასი, ყირიმი და ახლა უკვე სირია. რუსეთს სძულს თავისუფალი ერები, რადგან არ იცის რაც ნიშნავს იყო თავისუფალი. რუსეთის მთავრობა ვერ ეგუება საბჭოთა კავშირის დაშლას და ამიტომ, მისი მიზანია დაიკმაყოფილოს ამბიციები, ანუ დაიპყროს მეზობელი სახელმწიფოები. რუსეთი მხოლოდ უკრაინით, საქართველოთი და სირიით არ დაკმაყოფილდება, არამედ ოკუპირებული ტერიტორიების გაფართოებას მოინდომებს. კრემლის პოლიტიკა თავისი პროპაგანდითა და ამბიციებით, ცრუ ინფორმაციითა და ჰიბრიდული ომით მთელ ევროპას ემუქრება, როგორც სტაბილურობისა და მშვიდობის კონტინენტს. ამის მიზეზი ისაა, რომ რუსეთს სძულს დასავლური ღირებულებები. როდესაც რუსეთი მისი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს ლახავს, სინამდვილეში მას არა ტერიტორია, არამედ მისი ღირსების და ღირებულებების ფეხქვეშ გათელვა სურს“, – განაცხადა პოროშენკომ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)