09:48 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 19:17:20, 2215 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილის ადვოკატებმა უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

საქართველოს ექსპრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა, ევროპის ადამიანთა უფლებათა დაცვის სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.

ადვოკატ რუსლან ჩერნოლუცკის თქმით, უკრაინის მთავრობა მიმდინარე პროცედურებს არ დაელოდა და სააკაშვილი ქვეყნიდან უკანონოდ გააძევა.

„ხელისუფლებამ სააკაშვილს საკუთარი უფლებების დაცვის საშუალება არ მისცა. მას შესაძლებლობა წაართვა მოქალაქეობა დაებრუნებინა და დამატებით დაცვაც მიეღო და მსგავსი ცინიკური მეთოდებით უკრაინიდან გააძევა. ამ ყველაფერს ჩვენ გავასაჩივრებთ. დოკუმენტი უკვე გაგზავნილია.   თუმცა ჩვენ მშვიდად არ დაველოდებით პროცესებს. ყველანაირად ვეცდებით სამართლიანობა აღვადგინოთ“,- განაცხადა ჩერნოლუცკომ.

შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს კიევის ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმელებმა დააკავეს. ამის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთში გააძევეს და განაცხადეს, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის საფუძველი არ ჰქონდა. სააკაშვილი გაძევებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ვლადიმერ პუტინის, პეტრო პოროშენკოს და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებაა. ამ დროისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჰოლანდიაში იმყოფება. როგორც ის აცხადებს, ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics