05:18 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 13:20:57, 635 ნახვა

რეგიონი
განახლებული რეპერტუარი აუდიო ალბომის სახით გამოიცემა

2017 წლის სექტემბერში გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის პროგრამით და ,,გალობის ფონდის’’ მხარდაჭერით სტუდენტური დასაქმების პროექტი განხორციელდა.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს რეგიონებში არსებული ფოლკლორული და სამგალობლო გუნდების მხარდაჭერა, მათი რეპერტუარის განახლება.

პროექტს ფარგლებში უნივერსიტეტის 6 სტუდენტისგან შემდგარი შემოქმედებითი ჯგუფი თიანეთის, ლეჩხუმის, სამაგრელოსა და აჭარის რეგიონში 10 დღის მანძილზე ინტენსიურად მუშაობდნენ რეგიონალურ გუნდებთან.

აჭარის რეგიონიდან, შუახევის კულტურის ცენტრის ანსამბლებს ,,ჭვანა“, ,,შუახევი“ , ,,ნაი“ შეასწავლეს ადგილობრივი ფოლკლორისთვის დამახასიათებელი სიმღერები.

მესამე დღეა შემოქმედებითი ჯგუფი შუახევში იმყოფება და ანსამბლებზე შესწავლილ რეპერტუარს იწერს, შემდეგ კი დაგეგმილია აუდიო ალბომის გამოცემა.

შემოქმედებით ჯგუფს დღეს მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე მოადგილესთან რუსუდან შავაძესთან ერთად შეხვდა და რეპერტუარის ჩაწერის მიმდინარეობას გაეცნო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics