08:58 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 10:53:17, 2145 ნახვა

მსოფლიო
პირი, რომელმაც აშშ-ის სკოლაში ცეცხლი გახსნა, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა

ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლენდის პოლიცია სოციალურ ქსელებში იმ მოზარდის პროფილებს სწავლობს, რომელმაც სკოლაში ცეცხლი გახსნა და 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბროვარდის ოლქის შერიფმა განუცხადა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს

„ჩვენ ვსწავლობთ მის საიტებს, სოციალურ ქსელებს. ზოგიერთი რამ, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, დიდ შეშფოთებას იწვევს“, - განაცხადა შერიფმა.

მედია საშუალების ინფორმაციით, 19 წლის თავდამსხმელი - ნიკოლას კრუზი მანამდე ამავე სკოლის მოსწავლე იყო, თუმცა ცუდი დისციპლინის გამო ის სკოლიდან გააგდეს. 

გარდა ამისა, სენატორმა ბილ ნელსონმა ტელეკომპანია MSNBC-ს ეთერში განაცხადა, რომ ნიკოლას კრუზს გაზის ნიღაბი ჰქონდა. სენატორის თქმით, თავდამსხმელმა სკოლაში განგაში ჩარტო, რათა მოსწავლეები საკლასო ოთახებიდან დერეფანში გამოსულიყვნენ. სწორედ ამის შემდეგ მან დაიწყო სროლა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics