08:09 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 17:44:30, 2141 ნახვა

მსოფლიო
პოროშენკო: სააკაშვილის გაძევება შესაძლებელია, თუმცა მე ეს არ მინდა

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გაძევება შესაძლებელია, თუმცა მას ეს არ სურს.

როგორც პოროშენკომ აღნიშნა, სააკაშვილი არ არის უკრაინელი პოლიტიკოსი, რადგან მას ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს.

"სააკაშვილი არ არის უკრაინის მოქალაქე. ის ასევე არ არის უკრაინელი პოლიტიკოსი, ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, საამისოდ ის უკრაინის მოქალაქე უნდა იყოს. მან დაარღვია უკრაინაში კანონი. ის საქართველოში გაასამართლეს. ჩემს მოვალეობებში არ შედის იმის გადაწყვეტა, თუ რა მოუვა მას. მისი გაძევება შესაძლებელია, თუმცა მე ეს არ მინდა. სააკაშვილის ექსტრადირების საკითხით სახელმწიფო საიმიგრაციო და სასაზღვრო სამსახური უნდა დაკავდეს. არ მინდა ამაზე რაიმე გავლენა მქონდეს", - განაცხადა პოროშენკომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics