|
2018-02-12 16:46:18, 1735 ნახვა
სამართალი
წულუკიანი თუბა ჩაბუქს: თუ სასამართლო იტყვის, რომ არ მაქვს უფლება ექსტრადიცია განვახორციელო, საქმე დაიხურება
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „დემირელის“ კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის მეუღლეს, თუბა ჩაბუქს გამოეხმაურა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ექსტრადირების პროცედურები ყოველთვის საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან წყდება. მანვე დასძინა, რომ ის სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედებს. „გავეცანი ქალბატონი ჩაბუქის წერილს, მე მინდა საზოგადოებას, მათ შორის მას, ვუთხრა ის, რაც ბევრჯერ მითქვამს, რომ ექსტრადიციის პროცედურები ყოველთვის წყდება საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. ფასდება სხვდასხვა კომპონენტი პროცედურების, მათ შორის არის ის, რომ საქმე უნდა იყოს სამართლებრივად გამართული, რომელიც სისხლის სამართლის უცხოეთიდან შემოსული საქმეა, და რა თქმა უნდა, ხდება იმ ინტერესების ბალანსი, რაც შეიძლება არსებობდეს ადამიანის უფლებების კუთხით. აქ სტრასბურგის პრეცედენტი არის აბსოლუტურად ნათელი. შესაბამისად, როგორც ადრე ვთქვი, ჩვენ ველოდებით ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუკი საქართველოს სასამართლოები იტყვიან, რომ მინისტრს აქვს უფლება გადასცეს, ასეთ შემთხვევაში, იმ კრიტერიუმებით მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც უკვე ჩამოვთვალე, თუ ქართული სასამართლო იტყვის, რომ მინისტრს არ აქვს უფლება ექსტრადიცია განახორციელოს, ამით ეს საქმე დაიხურება", - განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლემ, თუბა ჩაბუქმა იუსტიციის მინისტრს ღია წერილით მიმართა. მან მინისტრს მოუწოდა, რომ ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება არ დაუშვას, რადგან მას იქ წამება ელოდება.
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)