|
2018-02-06 14:06:53, 1496 ნახვა
კომენტარი
კახიძე: იმედია, სასამართლო ჩაბუქის საქმეს გულდასმით შეისწავლის და გადაწყვეტილებას ისე მიიღებს
„იმედია, სასამართლო მუსტაფა ჩაბუქის საქმეს გულდასმით შეისწავლის და გადაწყვეტილებას ისე მიიღებს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთო კახიძემ განაცხადა. კახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყოს. ,,მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით იმედს გამოვთქვამ, რომ სასამართლო იხელმძღვანელებს საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტებით. აღნიშნულ საქმეს შეისწავლის გულდასმით და ისე გამოიტანს გადაწყვეტილებას. თუ არ აღმოჩნდა ასე და მართლმსაჯულება ვერ პასუხობს შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს, ადვოკატს ექნება შესაძლებლობა მიმართოს ევროპულ სასამართლოს და დროებითი გამოძიების გამოყენება მოითხოვოს“, - განაცხადა ოთო კახიძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)