|
2018-02-03 13:02:48, 1898 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი: აუდიტის ანგარიშში ძირითადად ადმინისტრაციული ხარვეზებია - არანაირ კატასტროფასთან საქმე არ გვაქვს
„აუდიტის სამსახურის ანგარიშში ძირითადად ადმინისტრაციულ ხარვეზებთან გვაქვს საქმე, რომელიც თავის მხრივ, გამოსასწორებელია, მაგრამ არანაირ კატასტროფასთან არ გვაქვს საქმე, როგორც ეს აღინიშნა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ნდობის ჯგუფის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის სამინისტროებში ჩატარებული აუდიტის დასკვნას განიხილავენ. „შემიძლია გითხრათ, რომ არის გარკვეული ხარვეზები, გარკვეული დარღვევები, თუმცა ძირითადი ნაწილი გამოწვეულია არასწორი ადმინისტრაციული მმართველობის გამო, არის ტექნიკურ დავალებებში ძალიან ბევრი შეცდომა, არის ჩაშლილი ტენდერები, არის რიგ შემთხვევებში არასწორი აღრიცხვიანობა, რაც უკავშირდება გარკვეულ არასწორ გამოცდილებას წლების მანძილზე. თავად ანგარიში, როგორც ეს სამწუხაროდ, ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგამ ბატონმა ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, არანაირად არ არის საგანგაშო. როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება წინა ხელისუფლების ფინანსურ საქმიანობასთან. აქ გვაქვს ძირითადად ადმინისტრაციულ ხარვეზებთან საქმე, რომელიც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გამოსასწორებელია, მაგრამ არანაირ კატასტროფასთან არ გვაქვს საქმე, როგორც ეს აღინიშნა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის სამინისტროებში ჩატარებული აუდიტის დასკვნას განიხილავენ. დოკუმენტი, რომელიც გრიფით საიდუმლოა, 2015-2016 წლებს მოიცავს. შეხვედრას გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილიც ესწრება.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)