12:36 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 13:58:55, 1578 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი: გაუგებარია, რატომ ჭიანურდება მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ჭიანურდება მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება.

როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს მთავარ პროკურორთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, ოჯახს და დაცვის მხარეს ირაკლი შოთაძესთან ბევრი კითხვა აქვს.

"ვითხოვთ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას. ასევე ვითხოვთ, რომ წვდომა გვქონდეს გამოძიების მასალებზე სრულყოფილად, მათ შორის გასაიდუმლოებულ მასალებზეც, რა თქმა უნდა გაუთქმელობის ხელმოწერით. ჩვენ უნდა გვქონდეს სრული სურათი, თუ რა ვითარებაა და როგორ მიმდინარეობს გამოძიება. სტატუსის მინიჭებას ვითხოვთ ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის, იმიტომ, რომ მისი შვილი გარდაცვლილია და გაუგებარია რატომ ჭიანურდება ეს საქმე", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

ცნობისთვის, ცნობისთვის, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უწყებაში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს ხვდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics