|
2018-02-01 13:45:20, 1881 ნახვა
კომენტარი
#35-ე სკოლის დირექტორი: ბავშვებს ვიღაც გაურკეველი პირები დახვდნენ
თბილისის #35-ე საჯარო სკოლის დირექტორის მიხეილ ჩიკვილაძის განცხადებით, მოზარდებს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ერთ-ერთი რეპეტიტორთან მიდიოდა. როგორც დირექტორმა აღნიშნა, შემთხვევის შესახებ მან ტელევიზიიდან შეიტყო. მისივე ინფორმაციით, სკოლის სათვალთვალო კამერები გამოძიებას ჯერ არ მოუთხოვია. ამასთან ჩიკვილაძემ დასძინა, რომ დაპირისპირება სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა. "9-ის წუთებზე გავიგე, რომ ასეთი შემთხვევა მოხდა. სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტი მოხდა, თუმცა გადარჩენილები ვართ, იმიტომ, რომ არ იყო მძიმე შემთხვევა. სადღაც ყაზბეგის გამზირზე, როგორც მშობლებმა ამიხსნეს - შემთხვა მოხდა წითელი ბაღის ტერიტორიაზე. ბავშვები მოდიოდნენ, ერთ-ერთი რეპეტიტორთან მიდიოდა და იქ დახვდნენ ვიღაც გაურკვეველი პირები", - განაცხადა შეგახსენებთ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი გუშინ შეიყვანეს. ისინი 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)