|
2018-01-30 15:53:37, 1627 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო „ვარკეთილში“ დაშავებულებზე: მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მოინახულა. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა 14 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მათი მკურნალი მედიკოსებისგან პირადად მიიღო. ამ დროისთვის, დაშავებულები სტაციონარში, საექიმო მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. მათ უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი გამოკვლევები და სხვადასხვა სახის სამედიცინო ჩარევები. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 14 დაშავებული მკურნალობას თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადის. შეგახსენებთ, დღეს, დაახლოებით 10:30 საათზე მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციის ერთი თანამშრომელია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)