13:36 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-29 12:43:07, 1602 ნახვა

კომენტარი
ლიტვის პრემიერი: საქართველოს აბსოლუტურად დამსახურებულად ეძახიან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერს

ყოველთვის განსაკუთრებული სითბო და მოწონება გაგვაჩნდა საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ ლიტვის პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელისმა განაცხადა. 

როგორც სკვერნელისმა აღნიშნა, საქართველო ლიტვისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია.

"ნება მომეცით, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში მოწვევისათვის და იმისთვის, რომ საშუალება მოგვეცა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განგვეხილა ჩვენი რეგიონებისთვის,  გვეწარმოებინა ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო გახლავთ უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლიტვისთვის. ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული სითბო გაგვაჩნდა თქვენი ქვეყნის მიმართ და ჩვენი საერთო მიდგომები უსაფრთხოებისა და საერთაშორისო საკითხებისადმი, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება გახლავთ ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც მყარად გვაკავშირებს. ბოლო პერიოდში, საქართველოს აბსოლუტურად დამსახურებულად უწოდებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერს. ჩვენ საქართველოს ვულოცავთ აღნიშნულ მიდგომებს, ვულოცავთ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს და ასევე, მოხარულები ვართ, რომ საქართველო მაღალ შეფასებას აძლევს ჩვენს ამ მხარდაჭერას.  დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას", - განაცხადა ლიტვის პრემიერმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics