|
2018-01-28 11:04:37, 1780 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ხუნდაძე: ნარკოტიკების მოხმარებისთვის სულ 3 ადამიანია ციხეში
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საუბარი, რომ 3 ათასი პატიმარი ნარკოტიკების მოხმარებისთვის იხდის სასჯელს, სიმართლეს არ შეესაბამება. „დღეს ნარკოტიკული დანაშაულისთვის 487 ადამიანი ზის, სუფთად ნარკოტიკების მოხმარებისთვის, სულ 3 ადამიანი,ისიც იმიტომ, რომ საჯარიმო სახდელი ან ვერ გადაიხადა, ან..“ - განაცხადა ხუნდაძემ გადაცემა „განსხვავებულ აქცტენტებში“. ხუნდაძის თქმით, ზომიერი დეკრიმინალიზაციის მომხრეა, თუმცა „უკიდეგანო ლეგალიზაციას“ ეწინააღმდეგება. ხუნდაძის შეფასებით, ნარკოტიკების მომხმარებელი ციხეში არ უნდა იჯდეს. თუმცა, დეპუტატი ამბობს, რომ გიორგი გიორგანაშვილი 45 აბი სუბოტექსის ქონის გამო, ახალი კანონპროექტითაც კი ვერ გადაურჩებოდა გასამართლებას. „45 აბი ეს არის 360 „გამოცდილი“ ინექციური ნარკომომხმარებლისთვის საკმარისი დოზა ნარკოტიკული თრობისთვის,“ - განაცხადა ხუნდაძემ და დასძინა, რომ მოხმარების გამო დღეს პრაქტიკულად არ იჭერენ ადამიანებს. ხუნდაძემ „რუსთავი2“-ის გადაცემაში აღნიშნა, რომ სასჯელები გადასახედია არა მხოლოდ ლიბერალიზაციის კუთხით, არამედ ზოგიერთი მიმართულება უნდა გამკაცრდეს კიდეც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)