|
2018-01-27 15:55:12, 1815 ნახვა
კომენტარი
კელი - რუსეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ შეიარაღებული ძალების ინტეგრირების შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას ვგმობთ
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, აშშ შეშფოთებულია რუსეთის სათათბიროს მიერ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებით, რომელიც მოსკოვსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ინტეგრაციას გულისხმობს. როგორც კელიმ აღნიშნა, აშშ ამ შეთანხმებას არ აღიარებს. „ჩვენ არ ვაღიარებთ ამ შეთანხმების კანონიერებას და მიგვაჩნია, რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი. ვფიქრობ, რომ ყველა მხარე უნდა მუშაობდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით. სათათბიროს გადაწყვეტილება არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და ამიტომ, ვგმობთ მას ვაშინგტონში“, - განაცხადა იან კელიმ. ცნობისთვის, აშშ რუსეთის მხრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერებთან გაფორმებულ შეთანხმებას გმობს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)