04:01 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-27 15:16:41, 3242 ნახვა

მსოფლიო
პარიზში მდინარე სენა ადიდდა - მოსალოდნელი საფრთხის გამო, განგაშია გამოცხადებული

პარიზში მდინარე სენა ადიდდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, წყლის დონე დასაშვებ ნორმას თითქმის 4 მეტრით აღემატება. არსებობს საფრთხე, რომ მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდეს და მიმდებარე ტერიტორია დატბოროს.

მედიის ცნობით, მდინარის ადიდების მიზეზი გადაუღებელი წვიმა გახდა. აღსანიშნავია, რომ ქალაქში რამდენიმე სარდაფი უკვე დაიტბორა.

BBC წერს, რომ მდინარეზე ტურისტული ნავების მოძრაობა შეჩერებულია, ასევე შეზღუდულია სარკინიგზო მიმოსვლაც.წყალდიდობის საფრთხის გამო ლუვრის მუზეუმის ნაწილიც დაიხურა.

ექსპერტების ვარაუდით, წყლის მაღალი დონე მდინარე სენაში მომავლ კვირაშიც შენარჩუნდება.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics