|
2018-01-26 17:40:44, 1653 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის მიღება ძალიან მალე, ამ სესიის განმავლობაში გვესაჭიროება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება მნიშვნელოვანია. როგორც კობახიძემ აღნიშნა, აუცილებელია კანონპროექტის მიღება ძალიან მალე მოხდეს. "ძალიან მალე უნდა შევაჯეროთ ეს პოზიციები, ძალიან მალე უნდა დაიწყოს კანონპროექტის საბოლოოდ განხილვა და მივიღოთ კანონპროექტი, რომელიც ეხება ნარკოპოლიტიკას საქართველოში. ჩვენ ამ სესიის განმავლობაში აუცილებლად გვესაჭიროება ამ კანონპროექტის მიღება, იმისათვის, რომ საბოლოოდ წარმატებით დასრულდეს ის დისკუსია, რომელიც საზოგადოებაში წარიმართება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. მთავარია პოზიციების შეჯერება, დღემდე განსხვავებული მოსაზრებებია გუნდის შიგნით. აქაც იგივე სირთულეები გვაქვს, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში. ჩვენ გვჭირდება სიღრმისეული არგუმენტები, ლიბერალური მიდგომის მომხრეებს და ნაკლებად ლიბერალური მიდგომის მომხრეებს. არც ერთი მხრიდან სიღრმისეული არგუმენტები ჩვენ ჯერჯერობით არ მოგვისმენია. არის გარკვეული ზედაპირული დისკუსიები ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა გვჭირდება მეტი სიღრმე, ასეთ შემთხვევაში უფრო მარტივად მივიღებთ გადაწყვეტილებას ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით",- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)