10:44 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 16:25:39, 1664 ნახვა

კომენტარი
ნათია კაპანაძე: საზოგადოებრივ მაუწყებლებს შორის ბიუჯეტი უკვე 4 წელია, არასწორად ნაწილდება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ნათია კაპანაძის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლების ნამდვილი საჭიროებები გამოკვლეული არ არის.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებლებს შორის ბიუჯეტი უკვე 4 წელია, არასწორად ნაწილდება.

"ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი ნაკლია ის, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო მასში ჩართული არ ყოფილა. მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ  არ არის გამოკვლეული საზოგადოებრივი მაუწყებლების ნამდვილი საჭიროებები. აჭარის შენთხვევაში ეს არის შენობა, რომელიც დღეისთვის არ გააჩია, შრომის უსაფრთხოება და ბიუჯეტი, რომელიც საზოგაოებრივ მაუწყებლებს შორის უკვე 4 წელია არასწორად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე ნაწილდება. ვფიქრობ, რომ ამ გამოკვლევის შემდეგ პარლამენტა უნდა მიიღოს შესაბამი გადაწყვეტილებები და კანონში ცვლილებები მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს. დღევანდელი შეხვედრა დაგვეხმარება კიდევ ერთხელ ვისაუბრობთ თუ რა საჭიროებების წინაშე დგანან საზოგადოებრივი მაუწყებლები, და უნდა დავსვათ მთავარი კითხვა - როგორი საზოგადოებრივი არხები სჭირდება ქვეყანას და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის",- განაცხადა ნათია კაპანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და მედიასაშუალებების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარი და ერთადერთი განსახილველი საკითხი "მაუწყებლობის შესახებ" კანონია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics