|
2018-01-26 15:35:00, 1649 ნახვა
კომენტარი
„რუსთავი 2“-ის იურისტი: კარგი იქნება, თუ პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის და მედიის მოსაზრებას გაითვალისწინებს
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ვარაუდობს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებთ, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა შედეგის მომტანი არ იქნება. როგორც მურადაშვილმა განმარტა, ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით საზმაუს არგუმენტაციები გაუგებარია. "ვვარადაუდობთ, რომ ამ შეხვედრას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნება და რეალური შედეგი არ მოჰყვება. თუმცა, ძალიან კარგი იქნება თუ რეალური შედეგი მოჰყვება და ეს კანონპროექტი არ იქნება მიღებული იმ სახით როგორც იყო და პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა წევრები გაითვალისწინებენ მათივე წევრების, დარგობრივი კომიტეტის მოსაზრებას, ასევე პრეზიდენტის და მედიის მოსაზრებას. ამ პროცესებს დავიწყებთ თავიდან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველას ინტერესი. ეს არის არასამართლიანი. კანონი აქამდე არ ითვალისწინებდა ამას და ეს ინიციატივა შემოდის ხელოვნურად იმისათვის, რომ მხოლოდ საზმაუს ინტერესები იქნეს გათვალისწინებული. საზმაუს არგუმენტაცია არის გაუგებარი კომერციულ ნაწილთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ ეს ჟურნალისტების სტიმულირებისთვის არის საჭირო, მაგრამ ასეთი ტიპის არგუმენტი გაუგებარია. ჟურნალისტი არ უნდა იყოს დაინტერესებული კომერციულ ნაწილში. საზმაუს აქვს გარანტირებული ბიუჯეტი და მზარდია ის ეკონომიკასთან მიმართებაში. მათი ბიუჯეტი აღემატება ძალიან ბევრი მაუწყებლის ერთობლივ შემოსავალს. აქედან გამომდინარე ძალიან უსამართლოა ამ ბაზარზე შემოსვლა",-განაცხადა არხის იურისტმა. შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. მედიაორგანიზაციებმა მას და მმართველ უმრავლესობას შეხვედრის მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართეს. მათ პარლამენტს მოუწოდეს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, სამოქალაქო სექტორის, მედიაორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობის შენიშვნები გაიზიარონ და ვეტო არ დაძლიონ.
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)