|
2018-01-23 14:13:08, 1783 ნახვა
კომენტარი
ბაია პატარაია შსს-ს რეფორმაზე: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და რეალურ შედეგებს ველოდებით
„ვფიქრობთ, შსს-ს ადამინის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეძლებს იმ პრობლემების აღმოფხვრას, რომელიც ჯერჯერობით საკმაოდ მწვავედ არის გავრცელებული“, - ამის შესახებ „ქალთა მოძრაობის“ წევრმა ბაია პატარაიამ განაცხადა. მისი თქმით, უწყების მხრიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლესაც რეალური შედეგები უნდა მოჰყვეს. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და რეალურ შედეგებს ველოდებით. ქალთა მოძრაობა 2 წლის განმავლობაში ითხოვდა სპეციალური დანაყოფის შექმნას შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვინაიდან მთელი რიგი გამოძიება, რომელიც გენდერულ დისკრიმინაციულ დანაშაულზე ხდება, არის გართულებული. გვგონია, რომ ეს სპეციალიზებული 10 ადამიანი, შეძლებს იმ პრობლემების აღმოფხვრას, რომელიც ჯერჯერობით საკმაოდ მწვავედ არის გავრცელებული. ამ ეტაპზე, ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი დეპარტამენტია და მივესალმები ყველანაირად“, - განაცხადა პატარაიამ. ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2018 წლის 11 იანვარს შეიქმნა და ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს განახორციელებს. აღნიშნული დეპარტამენტი, ასევე უზრუნველყოფს ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნის მიზანია უახლოეს მომავალში ზემოხსენებული დანაშაულების შემცირება და მათი პრევენცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოაცხადა კონკურსი დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. დეპარტამენტში სულ 12 ადამიანი დასაქმდება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებს, როგორც უწყების თანამშრომლებს, ასევე, დაინტერესებულ მოქალაქეებს. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ფუნქციონირებას თებერვლის ბოლომდე დაიწყებს.
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)