09:47 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-18 12:50:59, 1710 ნახვა

კომენტარი
ხოშტარია: კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოებაში ზოგადად, უიმედობა და ნიჰილიზმია

„NDI-ის კვლევიდან ჩანს რა უნდა იყოს სახელმძღვანელო ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოება არსებული ხელისუფლებით უკმაყოფილოა.

„ძალიან დაბალია ქვეყნის განვითარების ტემპი. ელექტორატი კრიტიკულია კონკრეტული გადაწყვეტილებების შეფასებაში, როგორც არის მაგალითად ხელისუფლების გადაწყვეტილება თაბორის მთასთან დაკავშირებით. მნიშნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებებიც.

კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოებაში ზოგადად, უიმედობა და ნიჰილიზმია. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება უკვე მეექვსე წელია უყურებს განწყობებს და არ ცდილობს და არ აპირებს პრობლემების გამოსწორებას.  ოპოზიციამ ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და იმედის, პერსპექტივის განცდა დავუბრუნოთ საზოგადოებას. ევროპულ საქართველოს ესმის, რომ არის კარგი სასტარტო პოზიცია, მაგრამ არასაკმარისი ქვეყანაში ცვლილებების განსახორციელებლად, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელი კი არ გავიშვიროთ ვინმესკენ, რასაც უკვე წლებია აკეთებს „ოცნება“, არამედ დავკავდეთ რეალური საქმით და ხალხს გავუჩინოთ ცვლილებების და უკეთესი ცხოვრების პერსპექტივა“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგები გამოქვეყნა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics