|
2018-01-17 15:34:40, 1985 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: თამაზ ქვლივიძე დანას მოგერიების მიზნით იქნევდა, ვინმესთვის დაზიანების მიყენების განზრახვა არ ჰქონია
კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის, თამაზ ქვლივიძის ადვოკატის, ზაზა მესხის განხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. კერძოდ, ადვოკატის განმარტებით, თამაზ ქვლილიძეს ჰქონდა ცივი იარაღი, რომელსაც თავის დაცვის მიზნით იქნევდა. ზაზა მესხის განხადებით, თამაზ ქვლივიძეს არ ჰქონია განზრახვა, ვინმესთვის, მითუმეტეს პოლიციელისთვის, რაიმე დაზიანება მიეყენებინა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ინციდენტში მონაწილე პირებს, დაზიანებები გაშველების დროს აქვთ მიღებული. „შს მინისტრმა აბსოლუტურად კანონიერი, სწორი განცხადება გააკეთა. მე 20 წელი ვმუშაობდი შს ორგანოებში. პირველი დამცველი ვარ პოლიციის თანამშრომლების, მაგრამ მან არ იცოდა, რომ ის პოლიციის თანამშრომელი იყო. არც არავითარი განზრახვა არ ჰქონდა, რომ ვინმესთვის, არათუ პოლიციელისთვის, უბრალო მოქალაქისთვისაც მიეყენებინა დაზიანება. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ გაშველების დროს მიღებული დაზიანებები. ხოლო თუ რა გახდა ამ გაშველების მიზეზი, მოვიპოვებთ მტკიცებულებებს. ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს, რომ ჰქონდა დანა და უბრალოდ მოგერიების მიზნით იქნევდა“,– განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ თამაზ ქვლივიძეს, დაცვის თანამშრომლებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს, თამაზ ქვლივიძემ შსს–ის ერთი და ობიექტის დაცვის 2 თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით აქვს წარდგენილი. საქალაქო სასამართლომ ქვლივიძეს გირაო შეუფარდა, თუმცა დღეს სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეცვალა.
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)