08:59 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 13:24:44, 1821 ნახვა

კომენტარი
მიხეილ რამიშვილი: დარწმუნებული არ ვარ, რომ სასამართლი დამოუკიდებელი იქნება

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხელ რამიშვილის განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მამა გიორგი მამალაძის რაიმე ბრალეულობას დაადასტურებს.

როგორც რამიშვილმა სააპელაციო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, ობიექტური და დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში მამალაძე უნდა გამართლდეს. დაცვის მხარის მოთხოვნაც სწორედ ესაა:

"ბრალდების მხარის არგუმენტები რომ არ არსებობდა, იძულებული იუო მოსმართლე,  მათთვის გარკვეული რაღაც შუალედი მოეძებნა იმიტომ, რომ ყველა მტკიცებულებით და საქმის მასალებით პირდაპირ ჩანს, რომ გიორგი მამალაძე უდანაშაულოა, ვიღაცის ანგარება სხვაგან უნდა მოიკითხონ, რადგან ვიღაცის მიზანი იყო მამა გიორგის მიმართ სასწაული და ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩოდან გასული ბრალი წაეყენებინათ. სასამართლო თუ  მართლა ობიექტური და დამოუკიდებელი იქნება,  უნდა გაამართლოს. სიტყვიერად ვიმედოვნებ,  თორემ დარწმუნებული არ ვარ, რომ სასამართლი დამოუკიდებელი იქნება",-აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

პროკურატურა ითხოვს, მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის ანგარების მოტივით განზრახ მკვლელობისთვის გასამართლდეს.

თავად გიორგი მამალაძე პროცესს არ ესწრება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics