|
2018-01-17 00:28:05, 1757 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: სამწუხაროდ, ჩვენ აგრესიული საზოგადოება ვართ და ამას სკოლა ერთ დღეში, ერთი რეფორმით ვერ შეცვლის
„ჩვენ ძალადობრივი საზოგადოება ვართ, ჩვენთან ძალადობა პრესტიჟულია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახალგაზრდა თაობა ეწირება საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ აგრესიას, რომელიც კულტურის ნაწილადაც იქცა. „ჩვენ ძალადობრივი საზოგადოება ვართ და ჩვენთან პრესტიჟულია ძალადობა. ჩვენ მოგვწონს აგრესია, ამას ძალიან ბევრ ადგილას ნახავთ. შეგიძლიათ დააკვირდეთ, რამდენად აგრესიულები არიან ადამიანები „ფეისბუქში“. მე არ ვლაპარაკობ პოლიტიკოსებზე, პოლიტიკოსის მიმართ აგრესიულობა შემიძლია ათასნაირად ავხსნა, პრობლემა იქ არის ის, როდესაც ადამიანები არა პოლიტიკური მიზეზით, არამედ გულწრფელად აგრესიულები არიან. ადამიანს საქართველოში სამწუხაროდ ჰგონია, რომ თუ აგრესიულია, არის უფრო ძლიერი. გაიგივებულია ძალა და აგრესია, რაც არი ტყუილი. ძალიან ბევრი ადამიანი არის ყველაზე უფრო მეტად მშვიდი. ვფიქრობ, როგორც ქვეყანა, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი აგრესია და ღირსება დაეცვა ბრძოლის ველზე, იმიტომ რომ ვიყავით ოკუპირებულები, გარკვეულწილად საბჭოთა კავშირის დროს, ეს საკუთარი თავის, ღირსების დაცვა გადავიდა აგრესიულ დამოკიდებულებაში და ეს გახდა პოპულარული. ამ ფონზე მსხვერპლი არის ახალგაზრდა თაობა. სკოლაზე გადაბრალება არის პრობლემისგან გაქცევა. ყოველდღე თითოეული ჩვენთაგანი თავს იწონებს იმით, რომ დაჩაგრა მეორე ადამიანი. ჩვენს სტილს, ჩვენს ტრადიციას იმის, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, აგრესიული საზოგადოება ვართ და მოგვწონს აგრესია, ამას სკოლა ერთ დღეში და ერთი რეფორმით და კანონში ჩასწორებით ვერ შეცვლის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)