|
2018-01-15 15:33:25, 1733 ნახვა
კომენტარი
აბაშიშვილი: თეა წულუკიანმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრები იუსტიციის სამინისტროდან გამოასახლა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოქალაქეობის საკითხთა კომისია იუსტიციის სამინისტროდან გამოასახლა. როგორც აბაშიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, კომისიის წევრები დღეს მოკლებული არიან შესაძლებლობას, საკუთარი საქმიანობა განახორციელონ. მისივე თქმით, კომისია პრეზიდენტის დაქვემდებარებაში აქამდეც იყო, უბრალოდ მას წევრები დაემატა: „სამწუხაროდ, კომისიის გაძლიერებამ და გამჭვირვალობის ზრდამ ქალბატონი ისუტიციის მინისტრის გაუგებარი გაღიზიანება გამოიწვია.შესაბამისად, სრულიად მოულოდნელად, განაწყენებულმა მინისტრმა კომისიის წევრები გამოასახლა იუსტიციის სამინისტორდან. შესაბამისად დღეს კომისიის წევრები მოკლებული არიან შესაძლებლობას, განახორციელონ საკუთარი საქმიანობა. ჩვენთვის სრულიად გაუგებარია ქალბატონი მინისტრის ასეთი პიროვნული ანგარიშსწორება კომისიის მიმართ“,-აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. შეგახსენებთ, თეა წულუკიანმა სპეციალურ ბრიფინგზე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დაკომპლექტების წესში პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. „პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა კომისია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საფუძველია, ოთხის ნაცვლად ექვსი წევრით დაკომპლექტდება და მას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. საქართველოს პრეზიდენტს, გარდა კომისიის თავმჯდომარისა, კომისიაში კიდევ 2 წარმომადგენელი ეყოლება - ერთი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და ერთიც - ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდან. ასევე იზრდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა რიცხვი, რომელსაც კომისიაში ერთის ნაცვლად ორი წევრი ეყოლება. რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, ის კომისიის თავმჯდომარე აღარ იქნება და, ამასთან, ორის ნაცვლად მას მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ეყოლება“,-განმარტა წულუკიანმა. პრეზიდენტის ბრძანებულებაში შეტანილი ზემოხსენებული ცვლილებების ფონზე, როგორც წულუკიანმა აღინიშნა, იუსტიციის მინისტრი ვალდებულია, საკუთარ ბრძანებაშიც განახორციელოს ცვლილებები. იუსტიციის მინისტრმა დასძინა, რომ პრეზიდენტის მიერ ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილებები პრეზიდენტის იმავე ბრძანებულების სხვა ნორმებს ეწინააღმდეგება და ასევე შეუსაბამო უნდა იყოს საქართველოს ორგანულ კანონთან „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, რომლის 24-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებებს „განიხილავს“ სერვისების განვითარების სააგენტო. წულუკიანის თქმით, პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სერვისების განვითარების სააგენტო მოცემული განცხადებების განხილვას ვეღარ გააგრძელებს. მოცემული ცვლილებები მიმდინარე წლის 15 იანვრიდან შედის ძალაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)