01:10 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 10:34:19, 2449 ნახვა

მსოფლიო
„ნახეთ როგორ დნება შოკოლადი“ – ქართველ ფეხბურთელს რასიზმში ადანაშაულებენ

უწყინარი ხუმრობა თუ რასისტული შეურაცხყოფა? ფიფა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები სპარტაკის ნახევარმცველის, გიორგი ჯიქიას  გადაღებულ ვიდეოს სწავლობენ, სადაც ის თავის ფერადკანიან  თანაგუნდელებს „შოკოლადებად“ მოიხსენიებს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

საერთაშორისო  საფეხბურთო ფედერაციამ  ოფიციალურად დაგმო რუსეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ქმედება და აღნიშნა, რომ რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ეს საქმე უნდა განიხილოს.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის   და რასიზმის გამო საფეხმბურთო კლუბ „სპარტაკს“ ადრეც უჩივლეს.

თავად კლუბში აცხადებენ, რომ  ფეხბურთელს არავის წყენინება არ უნდოდა და ეს უბრალოდ უიღბლო ხუმრობა იყო.

მოგვიანებით,  „სპარტაკის“  ოფიციალურ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა ორი ვიდეო, სადაც  ბრაზილიელმა ფეხბურთელბმა, აღნიშნეს, რომ  „ სპარტაკი მეგობრული ოჯახია, სადაც რასიზმი არ არის”.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics