09:00 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-12 17:14:34, 1798 ნახვა

კომენტარი
ბექა წიქარიშვილი: სავარაუდოდ, რაღაც ჯგუფები განგებ ახდენენ რეფორის დისკრედიტაციას

“ მრჩება შთაბეჭდილება,  რომ ცალმხრივად და განგებ ხდება ინფორმაციის მიტანა,  როგორც საპატრიარქოსთან, ასევე სხვა გავლენის მქონე ისნტიტუტებთან, სხვადასხვა ჯგუფების მიერ“, -ასე შეაფასა  მოძრაობა “თეთრი ხმაურის" წევრმა ბექა წიქარიშვილმა მეცნიერებათა აკადემიაში  ნაკოპოლიტიკის შესახებ  მიმდინარე მსჯელობა.

მისი თქმით, საუბარი, თითქოს საზოგადოების ნაწილი კანონპროექტის შეჩერებას ითხოვს, სიმართლეს არ შეესაბამება:

“ამ ეტაპზე მიჭირს, დავასახელო, თუ ვის ინტერესშია მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ დეზინფორმაციის შედეგი არის  ის განცხადება, რომ კანონპროექტი უნდა შეჩერდეს, რადგან ეს კანონპროექტი წლებია  უკვე რაც მუშავდება და მასზე მუშაობს უამრავი სამეცნიერო ჯგუფი და მთელი ის 8 პუნქტი, რაზეც საუბარი იყო საპატრიარქოს განცხადებაში, ნამდვილად გაწერილი არის და ითვალისწინებს ეს რეფორმა ამ პუნქტებს. სავარაუდოდ რაღაც ჯგუფები განგებ ახდენენ ამ რეფორის დისკრედიტაციას. რთული სათქმელია, ვის ინტერესშია“, - აღნიშნა ბექა წიქარიშვილმა.

მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით   მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები  "ნარკოპოლიტიკის რეფორმის“ ავტორებსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics