08:10 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 15:25:00, 1643 ნახვა

კომენტარი
კობახიძე მაჩალიკაშვილის საქმეზე: სამართალდამცავი ორგანოებისგან ინფორმაციას უნდა დაველოდოთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, გამოძიების დასრულებამდე პოლიტიკური განცხადებებისგან თავი ყველამ უნდა შეიკავოს.

„მთავარია, რომ ჩვენ დაველოდოთ  ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისგან და ამის შემდეგ  უნდა გავაკეთოთ კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისში დღეს დაკრძალეს. მაჩალიკაშვილი წმინდა მიქაელ მთავარნაგელოზის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა. ის 2 კვირის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა უნდოდა და მის მიმართ გასროლა სწორედ ამიტომ განხორციელდა. დაშავებული თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გუშინ, მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა მისი გარდაჩენა ვერ მოხერხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics