08:09 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 14:31:19, 1575 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე - უმრავლესობა ცდილობს, დაბარების შემთხვევაში მთავრობას პარლამენტში გამოცხადების ვალდებულება მოუხსნას

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა განიხილავს შესაძლებლობას, რომ დაბარების შემთხვევაში, მთავრობას აღარ ჰქონდეს  ვალდებულება, საკანონმდებლო ორგანოში მივიდეს და ფრაქციების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხოს.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიისთვის, რადგან მთავრობაზე ეფექტური ზედამხედველობის ინსტრუმენტი დაიკარგება.

,,ეს გადაწყვეტილება იქნება სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის და რეალურად ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს დღეს პარლამენტში, რომ განხორციელდეს ეფექტური ზედამხედველობა მთავრობაზე დაიკარგება. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ყურადღებით მოეკიდონ ამ საკითხს და მათი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად იმუშაონ მათ შორის მთავრობასთან, რომ ესეთი ტიპის ნაბიჯი არ იყოს გადადგმული. პრობლემა, თუ რატომ არ მოდიან მთავრობის წევრები პარლამენტში არის მათ პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული და ამიტომ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. არსად მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში, არ არის მიღებული პრაქტიკა, რომ თუ მთავრობა ვალდებულებას არ ასრულებს, ეს ვალდებულება გააუქმო და ამით გამოასწორო სიტუაცია“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics