11:54 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 17:36:35, 1766 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდების მტკიცებულებები კანონიერი გზით მოპოვებულად მიიჩნია

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკუროსის ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტაცია, ასევე ნივთიერი მტკიცებულებები კანონიერი გზით მოპოვებულად მიიჩნია.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, სასამართლომ დაადგინა, რომ მტკიცებულებების მოპოვების პროცესში არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

"სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტაცია, ასევე ნივთიერი მტკიცებულებები სასამართლომ კანონიერი გზით მოპოვებულა მიიჩნია. სასამართლომ აღნიშნა, რომ მტკიცებულებების მოპოვების პროცესში არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით ასევე ევროსასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით. სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულებები მიიჩნია დასაშვებად და აღნიშნა, რომ საქმის არსებით განხილვაზე მტკიცებულებების განხილვა მოხდეს სრული მოცემულობით. არსებითი განხილვის სტადიაზე ბრალდების მხარე უზრუნველყოფს მათ კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოკვლევას და დარწმუნებული ვარ, რომ ბრალდებულების არაკანონიერი ქმედება დადასტურდება", - განაცხადა საქმის პროკურორმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics