11:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-09 18:30:12, 1908 ნახვა

სამართალი
არასრულწლოვნების მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან - წინასასამართლო სხდომა ხვალ გაგრძელდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა ხვალ, 15:00 საათზე გაგრძელდება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმჯელეს.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებების ნაწილი კანონდარღვევითაა მოპოვებული.

ხვალინდელ პროცესზე ბრალდების მხარე დაცვის შუამდგომლობასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.

"დაცვის მხარე ითხოვს უმნიშვნელო მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას. ბრალდების მხარეს ყველა მტკიცებულება კანონის დაცვით აქვს მოპოვებული", - განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

ვინაიდან საქმე არასრულწლოვნებს ეხება, პროკურორი მტკიცებულებების შინაარსობრივ მხარეზე საუბრისგან თავს იკავებს.

რა მტკიცებულებებს სცნობს მოსამართლე დასაშვებად, გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.

დღევანდელ სხდომაზე ასევე, ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. სასამართლომ ორივე მათგანი პატიმრობაში დატოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში პოლიციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება
პროკურატურამ 6 მოძალადე პოლიციელი დააკავა, მათ ბრალად ედებათ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით
გორში, პოლიციელთა ძალადობის კადრები ჟურნალისტებმა საკუთარი ფანჯრიდან გადაიღეს
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics