|
2018-01-09 15:59:03, 1728 ნახვა
სამართალი
პროკურორის თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში სხვა დაჭრილებიც ფიგურირებენ
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის განცხადებით, საქმეში არსებობენ დაჭრილები, რომელთაც ჩაუტარდათ ექსპერტიზები და დგინდება, თუ რა გარემოებებში მიიღეს მათ ეს ჭრილობები. თუმცა, პროკურორი არ აკონკრეტებს რამდენი პირია დაჭრილი. "დღეს განვიხილავთ ორი პირის ბრალდების საქმეს, რომლითაც დადასტურებულია, რომ თავიანთი მოქმედებების შედეგად დადგა ორი არასრულწლოვანის გარდაცვალება. რაც შეეხება სხვა დაჭრილებს, დგინდება რა გარემოებებში მიიღეს ჭრილობები", - განაცხადა პროკურორმა. ამასთან, პროკურორ ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, საქმეზე დაკითხულია 120-მდე პირი და ჩატარებულია ექსპერტიზები. პროკურორი არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ გამოძიება არაობიექტურად და არასრულფასოვნად ჩატარდა. ზვიად ფხაკაძე არ გამორიცხავს, გამოძიების პროცესში ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. "საქმედან გამოყოფილია სხვა სისხლის სამართლის საქმე, 5 პირის წინააღმდეგ, რომელიც დანაშაულის დაფარვას ეხება. მოცემული გამოცემის პროცესში არ არის გამორიცხული ბრალდებულტა წრე გაფართოვდეს", - განაცხადა პროკურორმა. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)