|
2018-01-09 14:02:33, 2889 ნახვა
სამართალი
თბილისში 19 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე 6 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი 19 წლის მოზარდის მკველობის საქმე გახსნა, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 19 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებულია. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კიდევ 5 პირი, შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. მეზვრიშვილის თქმით, მკველობის მოტივად ურთიერთშელაპარაკება დადგინდა, თუმცა გამოძიება გრძელდება. "შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი უმოკლეს ვადებში გახსნა. დანაშაულის გახსნა მოხერხდა იმის მიუხედავად, რომ ფაქტის შემსწრე ინფორმაციის მქონე პირებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს. ამ ეტაპზე გატარებული ღონისძიებების შედეგად განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობით დაკავებულია 5 პირი. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გათვალისწინებულია 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს 1991 წელს დაბადებულმა პირმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მის ნაცნობს, 1998 წელს დაბადებულ პირს და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდო. ფაქტის შემსწრე 5 პირი, რომლებმაც გამოძიებასთან არ იტანამშრომლეს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის უკვე დაკავებულია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულ პირთა წრე კიდევ გაიზარდოს. სამწუხაროა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ მძიმე ფაქტს შეესწრო პირთა ფართო წრე, არც ერთმა მათგანმა, 8 დღის განმავლობაში არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს და ითანამშრომლა გამოძიებასთან", - განაცხადა მეზვრიშვილმა. შს მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას მოუწოდა, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში სამარტალდამცავ ორგანოებს მიმართონ. მეზვრიშვილმა დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისათვის, საზოგადოების ჩართულობას გაუსვა ხაზი. "მიზანშეწონილია და მნიშვნელოვანია, საზოგადოების აქტიური ჩართულობა. შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდონ სამართალდამცავ პრგანოებს, იმისათვის, რომ დანაშაულის გახსნა კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს", - აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში, მდინარე მტკვარიდან მაშველებმა 19 წლის მოზარდის ცხედარი ამოიყვანეს. ახალგაზრდას ოჯახის წევრები 10 დღის განმავლობაში ეძებდნენ.
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)