|
2018-01-09 09:13:45, 1827 ნახვა
სამართალი
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება. მხარეებმა არსებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. დღეს ასევე სასამართლო ბრალდებულებისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებასაც გადასინჯავს. პროცესი საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე ჩაინიშნა. "მიგვაჩნია, რომ გამოძიება არ არის სრულყოფილად ჩატარებული, ბევრი უმნიშვნელოვანესი დეტალი არის გაურკვეველი, საზოგადოებას აწუხებს ბევრი ისეთი შეკითხვა, რომელზეც ბრალდების მხარე პასუხს ვერ სცემს,"-განუცხადა „რუსთავი 2“-ს ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)