12:59 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 09:52:58, 382 ნახვა

პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: ნატო-ს წევრობა, თავად საქართველოსა და ნატოს 28 წევრის გადაწყვეტილებაა და ვერავინ ჩაერევა ამ პროცესში

"იქნება თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი, ეს თავად საქართველოს და ნატოს 28 წევრის გადაწყვეტილებაა და ვერავინ დაადებს ვეტოს ან ჩაერევა ამ პროცესში",-ამის შესახებ  ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტელბერგმა ქართული მედიის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ნატო-ს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ნატო კვლავ ერთგულია და არსებითი პაკეტის განხორციელებაზე მუშაობს.

„ჩემი მესიჯი ისაა, რომ საქართველო ნატოს ძალიან  მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენთვის მისასალმებელია ის თანამშრომლობა, რაც ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოვაყალიბეთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მიმდინარე რეფორმებს საქართველოში და მტკიცედ ვუსვამთ ხაზს ყოველი სახელმწიფოს უფლების ფუნდამენტურ მთავარ ღირებულებას თავად გადაწყვიტოს რა გზას მიყვეს, მათ შორის რა სახის უსაფრთხოების რეგულაციებისა და სამხედრო ხაზის წევრი იქნება ის და იქნება თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი, ეს თავად საქართველოს და ნატოს 28 წევრის გადაწყვეტილებაა. არცერთ სხვა სახელმწიფოს არ შეუძლია  დაადოს ვეტო ან ჩაერიოს ამ პროცესში. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას ამის შესახებ, „გაწევრების სამოქმედო გეგმითა“ და „არსებითი პაკეტით“. საქართველო წინ მიიწევს და ჩვენ  მადლიერები ვართ იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს ნატო-ს სხვადასხვა ოპერაციებში მონაწილეობით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს გადაწყვეტილება თავად საქართველომ და 28 წევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს და ვერავინ დაადებს ვეტოს ან ჩაერევა ამ პროცესში. ჩვენ კვლავ ერთგულები ვართ და ვმუშაობთ არსებითი პაკეტის განხორციელებაზ",-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

აღნიშნული განცხადება მან ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics