11:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-08 09:54:26, 1815 ნახვა

სამართალი
ადვოკატები მაჩალიკაშვილის დაზარალებულად ცნობას დღეს ოფიციალურად მოითხოვენ

ახმეტის რაიონში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატები დღეს მის დაზარალებულად ცნობას ოფიციალურად მოითხოვენ.

შესაბამისი მოთხოვნით განცხადებას მთავარ პროკურატურაში შეიტანენ.

ამასთანავე, ადვოკატები აპირებენ გამოითხოვონ ინფორმაცია, არის თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე და რა მუხლით.

შეგახსენებთ, 26 დეკემბერს გამთენიისას ახმეტის რაიონში და თბილისში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც 4 პირი დააკავეს, ხოლო მაჩალიკაშცილი სპეცრაზმა თავის არეში დაჭრა. სუს-ის ინფორმაციით, ის ხელყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ასევე, სუს-ის ცნობით, დაკავებულები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და მათ ხელშემწყობ პირებს წარმოადგენენ. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics