|
2018-01-06 11:51:14, 2282 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე დაუსრულებელმა დიალოგმა თურქეთი დაღალა
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ევროკავშირის წევრობის შესახებ დაუსრულებელი მოლაპარაკებებისგან დაიღალა, - ამის შესახებ ერდოღანმა პარიზში, ფრანგ კოლეგასთან ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, მათ არ შეუძლიათ ევროკავშირს მუდმივად სთხოვონ წევრობა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "თურქეთმა წევრობაზე განაცხადი ათობით წლის წინ შეიტანა, ქვეყნის გაწევრიანება ჯერაც არ მომხდარა". "ანკარა ევროკავშირის მიმართ მუდმივი თხოვნების ხასიათზე არ არის. როდესაც პროცესის გაჭიანურების მიზეზს ვკითხულობთ, ევროკავშირი პასუხს ვერ გვცემს. თავდაპირველად 15 საკითხის გაუმჯობესებას გვთხოვდნენ, ახლა მოთხოვნები 35-მდე გაიზარდა", - აღნიშნა ერდოღანმა. ცნობისთვის, პარიზში თურქეთსა და საფრანგეთს შორის ანტისარაკეტო თავდაცვის კომპლექსების მოწყობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ერდოღანმა აღნიშნული შეთანხმება "ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად" შეაფასა. შეგახსეენებთ, რომ თურქეთმა ევროკავშირ გაწევრიანების სურვილი ჯერ კიდევ 1997 წელს გამოთქვა, ხოლო მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო. მიუხედავად ამისა სხვადასხვა უთანხმოების გამო ისინი პერიოდულად ჩერდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)