|
2018-01-05 17:07:12, 2560 ნახვა
მსოფლიო
„ის ცილისწამებით არის სავსე“ - ტრამპის შესახებ სკანდალური წიგნი დღეს გამოვა
სკანდალური წიგნი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შესახებ დღეს გამოვა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, წიგნი "ცეცხლი და მრისხანება ტრამპის თეთრ სახლში" ჟურნალისტმა მაიკლ უოლფმა დაწერა. მედიის ცნობით, პრეზიდენტის ადვოკატები წიგნის გამოცემის ჩაშლას ცდილობდნენ. როგორც ამერიკული და ბრიტანული მედია წერს, წიგნში ტრამპის პრეზიდენტობის სენსაციური დეტალებია თავმოყრილი. წიგნში საუბარია ისეთ დეტალებზე, როგორიცაა ტრამპის შიში პრეზიდენტობის წინ, მისი ქალიშვილის ივანკა ტრამპის საუბრები მამის ვარცხნილობაზე, თეთრი სახლის ყოფილი მთავარი სტრატეგის სტივ ბენონის ინტერვიუ და სხვა სენსაციური ფაქტები. წინგი 200 ინტერვიუს საფუძველზე დაიწერა. წიგნის გამოსვლას თავად ტრამპი უკვე გამოეხმაურა. თეთრი სახლის მეთაურმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი და წიგნის ავტორი ცილისწამებაში დაადანაშაულა. „მე ამ ცილისმწამებლური წიგნის ავტორს თეთრ სახლში შესვლა ავუკრძალე. მასთან ამ წიგნის შესახებ არასოდეს მილაპარაკია. ეს გამოცემა ტყუილით, დამახინჯებული და არარსებული მასალებითაა სავსე", - წერს დონალდ ტრამპი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)