|
2018-01-05 16:03:05, 2123 ნახვა
სამართალი
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა, მარიხუანასთან დაკავშირებით, ობამას ადმინისტრაციის დროინდელი კანონი გააუქმა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მარიხუანასთან დაკავშირებით, ობამას ადმინისტრაციის დროინდელი კანონი გააუქმა. ინფორმაციას reuters -ი ავრცელებს. კანონის მიხედვით მის მოხმარებასთან დაკავშირებით არსებული ფედერალური კანონების მოქმედება რბილდებოდა იმ შტატებში, სადაც მოხმარება უკვე ლეგალიზებული იყო. აღნიშნული კანონის გაუქმებით ფედერალურ პროკურორებს ფართო გასაქანი მიეცათ, მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრან. "პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ყველაზე პრიორიტეტულია ფედერალური კანონები დაცული იყოს, იქნება ეს მარიხუანასთან თუ იმიგრაციასთან დაკავშირებული“, - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა სარა სანდერსმა. ბოლო წლებში შტატების დონეზე მარიხუანას ლეგალიზების ფაქტებმა მოიმატა. ვაშინგტონის, ორეგონის, ალასკასა და ნევადას შტატებში კანაფის რეკრეაციული მიზნით მოხმარება ლეგალიზებულია, მასაჩუსეტსი და მეინი კი წელს აპირებენ იმავე ნაბიჯის გადადგმას. 2018 წლის 1 იანვარს, კალიფორნია გახდა აშშ-ის პირველი უმსხვილესი შტატი, რომელმაც გართობის მიზნად მარიხუანის ლეგალიზაციის კანონი აამოქმედა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)