|
2018-01-05 15:55:15, 2030 ნახვა
კომენტარი
მექა ხანგოშვილი: ჩატაევის თანამებრძოლები 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში ლეგალურად შემოდიოდნენ
პანკისის ხეობის ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლის მექა ხანგოშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დასახელებული პირები, რომლებიც წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდნენ. როგორც ხანგოშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდნენ. „პირადად მე ამ კადრებმა არაფერი არ მომცა. არანაირი რეალური მტკიცებულება აქ არ არის. იბრაგიმ ადაშევი და ჩატაევის თანამებრძოლები ორი წლის განმავლობაში შემოდიოდნენ საქართველოში ლეგალური გზით. როგორც ტურისტი აცნობდნენ თავს, პანკისის ხეობაში ბევრჯერ იყვნენ და ასე შემდეგ, ანუ, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საქართველოს მხარეში. ამ ადამიანებთან ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მეც, ჩემს კართან, რომ მოსულიყვნენ და დაეკაკუნებინათ, მათ შუბლზე არ აწერიათ რომ ინტერპოლით არიან ძებნილები და ტერორიზმში თანამონაწილე, თუ მართლა ასეთები იყვნენ სახელმწიფოს უსაფრთხოების ზომები უნდა დაეცვა და ისინი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვა“, - განაცხადა მექა ხანგოშვილმა. ამასთან, პანკისის ხეობის უხუცესების ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს უნდობლობას უცხადებენ. "ეს არის დადგმული და შეთითხნილი ამბავი. ტყეში გვაჩვენეს წაქცეული ხე იყო - აი აქ ამოვიღეთ დამარხული იარაღიო. ამას პანკისის ხეობაში არავინ დაიჯერებს. ვერ დავიჯერებთ რომ ძალოვნებმა იმის გამო ესროლეს, რომ თვითონაც აპირებდა სროლასო. ტელეფონით ელაპარაკებოდა მეგობარს და მაგ დროს შევარდნენ ოთახში. ტელეფონი დაინახეს და ალბათ ყუმბარა ეგონათ. ეგ სპეცრაზმელი არ უნდა მუშაობდეს უწყებაში რადგან ჩანს რომ მკვლელია", - განაცხადა უხუცესთა საბჭოს წევრმა პლატონ გუნაშაშვილმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)