|
2018-01-05 13:25:25, 2202 ნახვა
მსოფლიო
ნიკი ჰეილი: არ უნდა დავუშვათ, რომ ირანში მოვლენები სირიის სცენარით განვითარდეს
გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი ირანში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ირანში სირიის სცენარის განვითარების საშიშროება არსებობს. "მთელმა მსოფლიომ ნახა ის საშინელება, რაც სირიაში ხდება. ეს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სისხლიანი რეჟიმი ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლებას არ აღიარებდა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ირანშიც განმეორდეს", - ნათქვამია ჰეილის განცხადებაში. მისივე თქმით, ირანში მიმდინარე მოვლენები ირანელი ხალხის ფუნდამენტური უფლებების საკითხს ეხება. შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ის ინიციატივით ირანის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. ირანში ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციების ტალღა ერთ-ერთ ქალაქში პროდუქტების გაძვირების გამო დაიწყო, რამდენიმე დღეში კი, მთელ ქვეყანას მოედო და პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა. შეტაკებებს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)