|
2018-01-05 11:12:17, 2154 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ პაკისტანს უსაფრთხოების სფეროში დახმარება შეუჩერა
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ პაკისტანისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰეზერ ნაუერთმა განუცხადა. მისი თქმით აღნიშნული გადაწყვეტილება სიურპრიზი არავისთვის იქნება. „ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გადაწყვეტილება მივიღეთ პაკისტანს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევა შევუჩეროთ. ვიდრე პაკისტანის ხელისუფლება არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ, მათ შორის „თალიბანის“ წინააღმდეგ, აშშ პაკისტანისთვის დახმარების გაწევას უსაფრთხოების სფეროში შეაჩერებს“, - განაცხადა ნაუერთმა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე აღნიშნეს, რომ ცალკეულ შემთხვევებში ვაშინგტონი უფლებას იტოვებს პაკისტანს დახმარება გაუწიოს, თუ ეს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში იქნება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის საბიუჯეტო განაცხადის თანახმად, ვაშინგტონისგან ყველაზე დიდ ფინანსურ დახმარებას იღებენ ისრაელი (3 მილიარდ 100 მილიონი დოლარი), ეგვიპტე (1 მილიარდ 380 მილიონი დოლარი), იორდანია (1 მილიარდი დოლარი), ავღანეთი (780 მლნ დოლარი), კენია (640 მლნ დოლარი), ტანზანია (540 მლნ დოლარი), უგანდა (440 მლნ დოლარი), ზამბია (430 მლნ დოლარი), ნიგერია (420 მლნ დოლარი), ერაყი (350 მლნ დოლარი), პაკისტანი (340 მლნ დოლარი).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)