22:28 - 26 May, 2026
|
2018-01-04 14:50:29, 2659 ნახვა
მსოფლიო
ქარიშხალ „ელეონორას“ ევროპაში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში ქარიშხალი „ელეონორა“ მძვინვარებს. The National–ის ინფორმაციით, სტიქიამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 ადამიანი იმსხვერპლა, სულ ცოტა 15 კი დაშავდა. დიდ ბრიტანეთში "ელეანორას" გამო 20 ათასზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, საფრანგეთში კი ასეთი სახლების რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა. შვეიცარიაში ძლიერი ქარის გამო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და რამდენიმე მგზავრი დაშავდა. ამსტერდამის აეროპორტში 200-ზე მეტი რეისი გაუქმდა. გერმანიაში ქარმა ხეები მოგლიჯა, ხოლო ბელგიაში საფრთხის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)