|
2018-01-03 14:06:22, 2415 ნახვა
მსოფლიო
ირანში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება - ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 22 ადამიანი (ვიდეო)
ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება. აქციების შედეგად თეირანსა და რამდენიმე მსხვილ ქალაქში 22 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ 'რია ნოვოსტი" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აქციები ქვეყანაში 28 დეკემბერს დაიწყო. ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ საპროტექტო ტალღა ირანში გარე ძალების მიერაა პროვოცირებული. კერძოდ კი, ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებით, აქციები შიდა პრობლემებით და გარე ძალების წაქეზებით არის გამოწვეული. მედიის ცნობით, დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს. მარტო თეირანში, სამი დღის განმავლობაში 450-მდე ადამიანია დაპატიმრებული. გამოსვლები ფასების ზრდის გამო დაიწყო, შემდეგ პოლიტიკური ლოზუნგებიც გაჩნდა. ოფიციალური თეირანი დემონსტრანტების წაქეზებაში აშშ-ს და მის მოკავშირეებს ადანაშაულებს. ცნობისთვის, საპროტესტო აქციების პროცესში ირანში Instagram-ი და Telegram-ი დაბლოკეს. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს მხარი დაუჭირა. "ბოლოსდაბოლოს ხალხი მიხვდა, რომ მათ ფულს და სიმდიდრეს იპარავენ და ტერორისტებს უგზავნიან", - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)