|
2018-01-03 13:32:01, 2411 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი პალესტინელებს დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ პალესტინა ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ წარმართავს, ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს, - ამის შესახებ ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ტრამპმა აღნიშნა, პალესტინა ამერიკის მიმართ სატანადო პატივისცემას არ ავლენს. "ჩვენ მილიარდობით დოლარს ვუხდით არაფრის გამო არა მხოლოდ პაკისტანს, არამედ სხვა სახელმწიფოებსაც. ჩვენ ყოველწლიურად პალესტინას ასობით მილიონ დოლარს ვაძლევთ, მაგრამ ისინი ამას არ აფასებენ და პატივისცემასაც არ ავლენენ ჩვენს მიმართ. მათ ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვაც კი არ სურთ. ჩვენ იერუსალიმის საკითხი დღის წესრიგიდან მოვხსენით, რაც მოლაპარაკებების რთული ნაწილი იყო. თუმცა, პალესტინელებს არ სურთ სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვა, მაშ, რატომ უნდა გადავუხადოთ მათ ამდენი ფული?“ - აღნიშნა ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)